პუბლიკაციები
სააკაშვილი: „უკრაინის არმიას მთელი რუსეთის დაპყრობა შეუძლია!“

damnaSave-zar-1-anსაქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეარხ “24“-ის” ეთერში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად ძებნაში მყოფმა ბომჟმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. „უკრაინის მთავარ პრობლემას მოძველებული სამხედრო, ტანკსაწინააღმდეგო ტექნიკა წარმოადგენს. თუკი ამერიკა უკრაინას შეიარაღებით დაეხმარება და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და არტილერიას გადასცემს, უკრაინელები რუსებვის პირველ 50 ტანკს გაანადგურებენ და მდგომარეობაც შეიცვლება. ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები წვრთნიდნენ, ახლა უკრაინელ სამხედროებს ამზადებენ. ისინი ამბობენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცის სულისკვეთება საუკეთესოა მთელს მსოფლიოში. თუკი მათ მივცემთ შესაბამის ცოდნას, უნარებს და იარაღს, ისინი მთელი რუსეთის ხელში ჩაგდებას შეძებენ!“ - დარწმუნებულია სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც სამშობლოში მრავალი ბრალდება აქვს წაყენებული.

ამასთან, სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება, მათ შორის, არტილერიითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. „მათ დაინახეს უკრაინელი ხალხის დიდი ბრძოლა, დაინახეს, რომ უკრაინა მზად არის დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები, რომლებიც აშშ-თვის უმთავრესია“, - განაცხადა კაცობრიობის წინაშე დამნაშავემ.