პუბლიკაციები
რუსეთის ჯავახკის დიასპორა: „ჩვენი ნათქვამი ყურად იღეს! ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა! გმადლობთ!“

kvirika-polit-2-an-1საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 5 დეკემბერს რუსეთის ჯავახკის დიასპორამ მიიღო მიმართვა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაარეგულიროს სამცხე-ჯავახკის სომხების პრობლემები.
2 თვის შემდეგ, კერძოდ კი, 2015 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ მიიღო რამდენიმე შესწორება კანონში „უცხოელების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. შესწორებების თანახმად, საქართველოს ვიზებსა და ე. წ. „ბინადრობის უფლებას“ გამარტივებული წესით მიიღებენ უცხო სახელმწიფოების ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე უძრავ ქონებას ფლობენ.
„ჩვენ ბევრი თანამემამულე გვყავს, რომლებიც იძულებული იყვნენ უცხოეთის მოქალაქეობა მიეღოთ და ჯერ ვერ მოასწრეს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა. ჩვენ მივიღეთ ცვლილებები კანონში, რათა მათ ცხოვრება შევუმსუბუქოთ და საშუალება მივცეთ კანონიერად იმყოფებოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მათ საკუთარი უძრავი ქონება აქვთ. ეს მოქალაქეები შეძლებენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ჩვენი ნათქვამი ყურად იღეს! ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა! გმადლობთ!“ - ასე გამოეხმაურა შესწორებების მიღებას კანონში რუსეთის ჯავახკის დიასპორა.

საქინფორმისგან: კანონში ზემონახსენები შესწორებების მიღებამდე, ბინადრობის უფლების მიღების თითოეულ მცდელობაზეც კი უცხო ქვეყნის მოქალაქეს 250 ლარი უნდა გადაეხადა, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი მოტივაცია - „თუ უცხოელი ფლობს უძრავ ქონებას საქართველოს ტერიტორიაზე“ - საერთოდ არ არსებობდა.