აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი გფრ-ში “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინსა და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ფლურნოის შეხვდა
MiSel-aqtual-3საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და  საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები იყო. საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების პერსპექტივებს. შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების» და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან  დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების"  გაფორმების გამო. აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინის კრიზისს.