აქტუალური
მინდია ჯანელიძისა და ჩაკ ჰეგელის შეხვედრა ალიანის შტაბ-ბინაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა

janel-aqtual-2საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ ამერიკულ მხარეს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილი. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.

საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში.