უცხოეთი
ნატოს საინფორმაციო ბიუროს დირექტორი მოსკოვში რობერტ ფშელი: „ნატო თავის რიგებში უკრაინას მანამ არ მიიღებს, სანამ ის თავის ტერიტორიულ დავებს არ გადაჭრის!“

direktor-zar-3-anსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. მოსკოვში მიესალმებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდის გამონათქვამებსა და პრაგმატულ თვალსაზრისს, რომელმაც განაცხადა, რომ არ სურს უკრაინის შესვლა ნატოში, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
იანვრის ბოლოს ნატოს საინფორმაციო ბიუროს დირექტორმა მოსკოვში რობერტ ფშელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის რიგებში უკრაინას არ მიიღება მანამ, სანამ ის თავის ტერიტორიულ დავებს არ გადაჭრის. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებიც ალიანსში გაწევრებას ესწრაფვიან, ერთი და იგივე პროცედურები უნდა გაიარონ. გამონაკლისი არც უკრაინისთვის დაიშვება.

გასული წლის 23 დეკემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი ქვეყნის ბლოკისგარე სტატუსის გაუქმების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კიევის პოლიტიკა მიმართულია ნატოს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ.