პუბლიკაციები
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიევში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, შემდეგ კი მოსკოვს ესტუმრებიან და ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ვარიანტი სულ ორია: შეაიარაღონ უკრაინის არმია ან მისდიონ დიპლომატიისა და მოლაპარაკებების გზას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა არ მონაწილეობს უკრაინის ომში და არც სურს ეს. პირიქით, საფრანგეთს ომის თავიდან აცილება სურს, ამიტომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რომ დიპლომატიამ და პოლიტიკამ გაიმარჯვოს.
„საფრანგეთი მხარს არ უჭერს - ამას ის ყოველთვის აცხადებდა, ამას ამბობდნენ ჩემი წინამორბედნი და ამასვე ვამბობ მე - საფრანგეთი მხარს არ უჭერს უკრაინის შესვლას ნატოში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.