პუბლიკაციები
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ექსკლუზიური ინტერვიუ ურბნისისა და რუისის ეპარქიის გაზეთ ''მახვილი მესიისა'' მთავარ რედაქტორ შორენა სიხარულიძეს (ჩაწერილია 2014 წლის 28 მარტს)

analit-relig-mtavarსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი.
...მივუყვებოდი ძამის ხეობას და ვგრძნობდი, როგორ მევსებოდა გული მადლითა და სიხარულით... ამ მიდამოებში ათი წლის წინანდელი ჩემი პირველი მოგზაურობა გამახსენდა და კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე,რა ძალა აქვს უფლის სიყვარულს, რა მოწყალეა შემოქმედი, როცა შენი მავედრებელი მზერა მისკენ არის მიპყრობილი, რა ბედნიერი ხარ, როცა დედა ღმრთისმშობლის თბილი კალთა გიფარავს... სიხარულით სავსე მივიჩქაროდი იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს, რომელმაც ეს ხეობა მკვდრეთით აღადგინა და ბერ-მონაზვნების დიდ სავანედ აქცია. ვიდექი კლდეში ნაკვეთი შიო მღვიმელის ტაძრის წინ და ვგრძნობდი, რა ახლოს იყო უფალი! ვგრძნობდი,რომ ზეცა აქედან,მიწიდან იწყება, თუ ასეთი უნაპირო სიყვარული გაქვს, თუ უფლისთვის, მოყვასისთვის ასეთი თავგანწირვა შეგიძლია!.. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მისაუბრია მასთან? რამდენჯერ ვუნუგეშებივარ, იმედი მოუცია... ვიჯექი მის პირდაპირ სარკინეთის რეზიდენციაში და ასე მეგონა, სხვა სამყაროში ვიყავი, სადაც არც შურია, არც ბოროტება, არც მოყვასის გაცემა და ღალატი, არც შურისძიებით აღსავსე გულები... რამდენჯერ დავფიქრებულვარ, რა ძალა აქვს ასეთი, ბოროტების ლეგიონებს რომ ამარცხებს, როგორ შეუძლია, მის ყველაზე მოსისხლე მტერს, ავისქმნელს, სიკვდილისთვის გამმეტებელს შეუნდოს და მისთვის ილოცოს... უყვარდეს!.. ეს ძალა ის ღვთიური სიყვარულია, რომელიც დღეს დედამიწაზე მინავლულ მზეს დაემსგავსა, მაგრამ ამ უდიდესი ადამიანის სულში, გულში მარადიულ სხივად ჩაიღვარა... მე ვუყურებდი და ვუსმენდი ადამიანს, რომელიც თხემით ტერფამდე სიყვარულს აფრქვევდა! ისე თბილოდა მის ირგვლივ, იმდენი სინათლე იყო!!! რა დაცულად ვგრძნობდი თავს! ვუსმენდი მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს (აქიაშვილი) და მინდოდა, ეს საათები უსასრულოდ გაგრძელებულიყო...

- მეუფეო, პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ,რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. ჩემი ბოლო საუბარი თქვენთან 2006 წლის 24 ოქტომბერს შედგა. საუბარს ყბადაღებულ ელექტრონულ პირადობის მოწმობაზე, .. ID ბარათებზე დავიწყებ, ვინაიდან თქვენ ყველაზე ხმამაღლა მოუწოდებთ მრევლს, თავი შეიკავონ მისი აღებისგან და მიმართავთ ხელისუფლებას, დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები. თუმცა, ელექტრონული პირადობის მოწმობის მომხრეები აცხადებენ, რომ სინოდის გადაწყვეტილებაში ამ ბარათების საწინააღმდეგო არაფერი წერია.

- პირველ რიგში, მოგესალმებით, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, და გაგაძლიეროთ! ID ბარათებზე უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში, წმინდა მამათა სწავლებებში და დაინტერესებული ადამიანისთვის მისი მოპოვება სირთულეს არ წარმოადგენს. მხედველობაში მაქვს პაისი ათონელის ეპისტოლარული საუბრები თავის სულიერ შვილებთან, სადაც გარკვევით განმარტავს, რომ ეს ბარათი არის ანტიქრისტეს ბეჭდის წინა სახე და მხეცის რიცხვის მატარებელი საბუთი. ამასთან დაკავშირებით გამოიცა კინოტის დადგენილებაც (კინოტი, ესაა ათონის ბერთა რესპუბლიკის მთავრობა, ოცივე მონასტრის წინამძღვრისგან შემდგარი სათათბირო), ამასთან დაკავშირებით, ასევე არსებობს ელადის სინოდის დადგენილებაც. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი საქართველოში მაინც სადავო გახდა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდზე განსახილველად გამოვიტანეთ. წმინდა სინოდზე შემოიგზავნა მორწმუნე მრევლის ასი ათასი ხელმოწერა ამ ელექტრონული პირადობის მოწმობების წინააღმდეგ. ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ და მივიღეთ ასეთი დადგენილება: „რადგანაც საზოგადოებაში ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, ხელისუფლებას ეთხოვოს, დაუშვას ალტერნატიული საბუთი. სინოდის ოქმში ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ სიტყვებით შევიდა. თუმცა, როცა სინოდის დადგენილება გამოქვეყნდა, ტექსტი შეცვლილი იყო. დადგენილებაში ჩაუმატეს სიტყვები: „თუ შესაძლებელია, ეთხოვოს ხელისუფლებას". „თუ შესაძლებელია" ჩაემატა პირველ მუხლში და მეორე მუხლში კი - ფრაზა,რომ ეს არ არის ანტ