სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი თუ სხვა მოქალაქე, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს, მიეცემა პასუხისგებაში“

talakvaZe-samart-2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიერ „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით.

უპირველესად ვიტყვი, რომ ბანკებთან დაკავშირებით ყველა დანაშაული, ბოლო პერიოდში იყო ძალიან დროულად გამოძიებული და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, ეს თითოეულ შემთხვევაზე შეგიძლიათ ამოიღოთ და ნახოთ, რომ ასე მოხდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, აქაც ნახეთ, რომ უმოკლეს დროში იყო ეს გამოძიებული და დამნაშავე დაკავებული და მიეცა პასუხისგებაში. იქნება ეს პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, თუ სხვა მოქალაქე, სხვა პროფესიის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს მიეცემა პასუხისგებაში და ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.