სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „ეს არ არის ცინარიძის შემთხვევა, ესაა ამ ინფორმაციის დაცულობის საკითხი“

CinariZe-samart-1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი.  შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ვიდეოების (რომლებიც ასახავს მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილსა და პატრულის თანამშრომლებს შორის მომხდარ ინციდენტს, სადაც პატრული ცდილობს მოქალაქის დაჯარიმებას, რაზეც ყუშიტაშვილი პასუხობს, რომ ის არის  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი დავით ცინარიძის ახლობელი) საკითხზე  გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები მისი დასრულებისთანავე გამოქვეყნდება.

ცინარიძის საკითხი, როგორც ასეთი, საკითხად არ არსებობს, როგორც დარეგისტრირებული. ვფიქრობ, საზოგადოებას საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. დარჩენილია მხოლოდ ის, რომ გავასაჯაროოთ გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგები“,- აღნიშნა თალაკვაძემ და იქვე დასძინა:

„მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია მესამე პირების ხელში, მაგრამ ეს არ არის ცინარიძის შემთხვევა, ეს არის ამ ინფორმაციის დაცულობის საკითხი. რამდენადაც ვიცი, ჯარიმები ამ ადამიანს აქვს გადახდილი არა ერთი და ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც დაჯარიმებულია სხვადასხვა შემთხვევებში, არის მოვალეთა რეესტრში... ასე რომ, ამ შემთხვევაში ამ ერთი კონკრეტული მოქალაქის ამბავი ვერ ჩაითვლება, რომ ის განსაკუთრებულად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.