აქტუალური
პროკურატურამ ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორ მ. გვარამიას და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილე რ. ლაზარიას ბრალი წარუდგინა

Jvania-aqtual-2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. 2015 წლის 31 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება წარედგინათ: საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს მამუკა გვარამიასა და ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს როსტომ ლაზარიას. საქმე ეხება მ. გვარამიასა და რ. ლაზარიას მიერ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას (დაწვრილებით იხ. ბმულზე). . გვარამიამ და . ლაზარიამ, ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მძიმე დანაშაულის შესახებ ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინეს მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

მამუკა გვარამიას და როსტომ ლაზარიას  ბრალდება წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით.