პუბლიკაციები
საქინფორმი თანაუგრძნობს ალექსანდრე ჭიკაიძეს დედის გარდაცვალების გამო

mzia-analitსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გუშინ, 4 თებერვალს, უდროოდ გარდაიცვალა ქალბატონი მზია მაღალდაძე - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის დედა.

პანაშვიდები გაიმართება ხუთშაბათსა და პარასკევს, 5 და 6 თებერვალს, 17:00 საათზე; მისამართი: ბახტრიონის 16, მე-4 სადარბაზო, მე- 5 სართული.

გასვენება შაბათს, 15.00 საათზე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან. მის: ჩარგლის 34 (სანზონა, მე-8 საავადმყოფოსთან).

საქინფორმი ღრმად თანაუგრძნობს ქალბატონი მზიას ოჯახს, ნათესავებსა და ახლობლებს.