პოლიტიკა
"სამართლიანი საქართველოსთვის" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრები პარტიას ტოვებენ

regionaluriმოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" კახეთის რაიონული ორგანიზაციების წევრები პარტიას ტოვებენ. მათთვის პარტიის ლიდერის ზურაბ ნოღაიდელის მიერ გატარებული პოლიტიკა მიუღებელია. პარტიის დატოვების შესახებ მოძრაობის წევრებს განცხადება გუშინ გურჯაანის ოფისში უნდა გაეკეთებინათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შმაგი გაბახაძემ აცნობა, თუმცა პრესკონფერენცია აღარ შედგა. გაბახაძის თქმით, 3 დეკემბერს თბილისში შიდა პარტიული ყრილობა გაიმართება და გადაწყვეტილებებს იქ მიიღებენ.
ცნობისთვის: ამჟამად მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვში იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.