უცხოეთი
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს. „იმპერიული ხელისუფლება ჩრდილოეთით სასოწარკვეთილების სახიფათო სტადიაში შევიდა, ის (აშშ) უკვე მოელაპარაკა კონტინენტის მთავრობებს, რომ ჩემი დამხობის შესახებ გამოაცხადებს. ამაში ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ვადანაშაულებ“, - აღნიშნა მან.