სამართალი
არჩილ თალაკვაძე: „გადაწყვეტილებები, უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს უკრაინის მხარემ“

ArCil-samart-2საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ბაკურიანში სტუმრობისას, ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე  კომენტარი გააკეთა:

ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარისთვის არის გადაცემული ყველა სათანადო დოკუმენტაცია, არის პროცედურა დასრულებული. ხოლო გადაწყვეტილებები უკვე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირეით, უნდა მიიღოს უკრაინის მხარემ“.

რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს: საკადრო გადაწყვეტილებები და ცვლილებები არის პროცესი, არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება ჩვენს სამინისტროში. კარგი არის ის, რომ დღეს გადაწყვეტილებებს მინისტრი და ხელმძღვანელი რგოლი იღებს მხოლოდ შედეგებზე დაყრდნობით და მხოლოდ პროფესიონალიზმის გათვალისწინებით“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე გურჯაანის სასამართლო დარბაზიდან გაქცეული ბრალებულის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ლაკონურად უპასუხა: „მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები გაქცეული ბრალდებულის დასაკავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ უმოკლეს დროში ეს ადამიანი დაუბრუნდება იმ ადგილს, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა.“