შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

საქართველო, 5 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
გივი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წყალტუბოში დააკავეს.
სამართალდამცველებმა გივი ფ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „
კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
2 მჭიდი და
60 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.