თანაპარტიელები ნოღაიდელს სასამართლოში უჩივიან

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრები პარტიის ლიდერ ზურაბ ნოღაიდელს უჩივიან. აქტივისტების განცხადებით, მათ დაპირებული 2 თვის ხელფასი ვერ მიიღეს. პარტიის წევრებმა დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს.
100-ზე მეტი ადამიანი უფლებადამცველი ორგანიზაციისგან პარტიის წინააღმდეგ სასამართლოში შესატანად სარჩელის მომზადებას ითხოვს. დღეისათვის სულ 104 მოსარჩელეა, სადავო თანხა კი 15 ათას ლარს აღწევს. სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ''პრაიმ-ტაიმის'' პრეს კლუბში პარტიის რეგიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეები ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.