რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილის „მონანიება“: მადლობა ამერიკას, რომ დღემდე ცოცხალი ვარ! ელჩო ნორლანდ, გადაეცით ჩემი მადლობა აშშ-ის სახდეპსა და პრეზიდენტ ობამას საქართველოსა და ქართველებზე ზრუნვისათვის!

arno-polit-1-redaq-1საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი აშშ-ის ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს
ბატონო ელჩო!
მოგმართავთ ღია წერილით, როგორც სუპერსახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელმაც 15 წლის წინ უცებ აღმოაჩინა რუქაზე ჩემი პატარა სამშობლო - საქართველო, და მას შემდეგ ერთი დღეც არ ავიწყდება იგი, მიუხედავად საკუთარი ფინანსური და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დანერგვის პრობლემებისა.

თუმცა, მეც, არნო ხიდირბეგიშვილს, მთელი ამ წლების განმავლობაში არ დამვიწყებია აშშ - თქვენი სამშობლო, ბატონო ნორლანდ, რომელსაც  საქართველოს დღეს პატივი აქვს, №1 სტრატეგიული პარტნიორი უწოდოს. გულწრფელად ვინანიებ, რომ ყოველდღე ვაკრიტიკებდი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და მხოლოდ ახლა, დიდი დაგვიანებით, გავაცნობიერე - როგორ ღრმად ვცდებოდი...

მადლობა ამერიკას, რომ აქამდე ცოცხალი ვარ, იმიტომ, რომ ჩემი ანალიტიკური პუბლიკაციები ხელს უშლიდა აშშ-ის პოლიტიკის გატარებას საქართველოსა და კავკასიაში! ჩემდა სამარცხვინოდ და საუბედუროდ, მკითხველთა ფართო აუდიტორია მყავს, ამიტომ ბოდიშს ვუხდი მოტყუებულ მკითხველებსაც, რომლებსაც ჩემი სჯეროდათ...

ბოდიშს ვიხდი ასევე აშშ-ის სახელმწიფო ინტერესების გამო სიცოხცხლე შეწირული „ცე-რე-უ“-ს პოლკოვნიკი ვუდროფისა და პრემიერ-მინისტრი ჟვანიას, მილიარდერი პატარკაციშვილისა და ბევრი სხვის ნათელი ხსოვნის წინაშე, რომელთა დაღუპვაც სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება ფართო საზოგადოებისათვის. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით სიმართლე, ასე არაა, ბატონო ნორლანდ?..

გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბოლოსდაბოლოს გონება გამინათდა და დასრულდა ჩემი პიროვნების გაორება, რითაც მრავალი წელი ვიტანჯებოდი: ერთი მხრივ - ამერიკული ჯაზი და კინემატოგრაფი, ლიტერატურა და ავტომშენებლობა, ფანტასტიკური მრეწველობა და მოწინავე ტექნოლოგიები ჩემში გულწრფელ აღტაცებას იწვევდა; მეორე მხრივ კი - ამერიკა, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ეკიდა აბრები „მხოლოდ თეთრკანიანებისათვის“, რომელმაც თავისი 239-წლიანი ისტორიის მანძილზე განვლო გზა კრიმინალურ მიდრეკილებებიანი პირებით დასახლებული ტერიტორიიდან იმპერიამდე, მსოფლიო წესრიგს დოლარით, ომებითა და „ფერადი რევოლუციებით“ რომ კარნახობს, ამერიკა ვიეტნამსა და იუგოსლავიაში, ერაყსა და ავღანეთში ჩემში მკვეთრ პროტესტს იწვევდა.

და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ამ ყველაფერს აშშ ჩვენზე, აბორიგენებზე ზრუნვით აკეთებს! სხვებისგან განსხვავებით, პრეზიდენტი, თეთრი სახლი და აშშ-ის სახდეპი ზრუნავენ არა მარტო საკუთარი ხალხის - ამერიკელების, არამედ მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ, ამიტომ, მიუხედავად ასტრონომიული - 18 ტრილიონიზნი საგარეო ვალისა ისინი ხელგაშლით ხარჯავენ ამერიკელ გადამხდელთა ფულს სხვადასხვა პროგრამებზე ჩვენი განვითარებისა და შეიარაღებისათვის - ჩვენსავე დასაცავად! აი ამიტომ აშშ-ს აქვს კანონიერ პრეტენზიები მსოფლიო ბატონობაზე, რაც მე, მათ ხელგაშლილობას მოკლებულს, და ამიტომ გაავებულსა და უმადურს, არ მესმოდა...

ფუჭი სიტყვები რომ არ გამოვიდეს, მხოლოდ საქართველოს მაგალითზე ვიტყვი - როგორ ზრუნავს აშშ ქართველ ხალხზე:

1.იცის რა, რომ საქართველოში უმუშევრობაა და საქართველოს მთავრობას არ შეუძლია ხალხის დაპურება, აშშ გადაწყვიტა, ქართველი ხალხი თავად დაეპურებინა. მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, მათხოვრები არ ვართ და მოწყალება არ გვჭირდებაო! - სახდეპში დელიკატური ფორმა გამოძებნეს: საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნეს, რომლებსაც ასობით მილიონი დოლარის გრანტებს, პრაქტიკულად, არაფერში ურიცხავენ! ამგვარად, „ენ-ჯე-ო“-შნიკები თავადაც ჭამენ და ხალხსაც აჭმევენ ლამაზი ზღაპრებით „ამერიკულ ოცნებაზე“.

2.ზრუნავენ რა იმ ქართველებზე, რომლებიც ამერიკისკენ მიისწრაფვიან, აშშ გადაწყვიტა  ამერიკა... საქართველოში მოაწყოს! მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენდნენ - აქაოდა, ჩვენ ყველაზე ნიჭიერი და ჭკვიანები ვართო! - მათ საქართველოს ბუტაფორიული ხელისუფლება არა ამერიკელებით, არამედ ამერიკელების მიერ გაწვრთნილი ქართველებით დააკომპლექტეს.

3.ქართველები რომ თანასწორად ექციათ, აშშ გადაწყვიტა, ქართველები ჯერ თავისუფლებად ექცია, ღმერთისგანაც კი! მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ქრისტიანები ვართ, რომლებმაც მართლმადიდებლობა მოციქულთა სწორი წმინდა ნინოსგან მიიღეს! - მათ საქართველოში ჩანერგეს „ღია საზოგადოება“, „გამჭვირვალე საზოგადოება“ და „თავისუფლების ინსიტუტი“, რომლებიც განუწყვეტლად გვინერგავდნენ: „ნუ გრცხვენია შენი ცოდვების და ნუ დაიფარავ სასირცხო ადგილს ევასა და ადამის მსგავსად, თუნდაც შენ ლგბტ ანდა მეძავი იყო! იყავი ღია, გამჭვირვალე და თავისუფალი - ისეთი, როგორც გსურს! შენ ხომ ქართველი ხარ, შესაბამისად - ევროპელი, ამიტომ ინცესტი და ერთსქესიანი ქორწინება შენთვის ჩვეულებრივი ამბავია! იწამე არა ქრისტე, არამედ საკუთარი თავი, იყავი ლიბერტარიანელი, და არა ღვთის მონა! შენ ისეთი არ ხარ, როგორიც მასაა, შენ ელიტარული უმცირესობა ხარ, შენს თანაბარუფლებიანობას ანტიდისკრიმინაციული კანონი იცავს და უნდა ამაყობდე კიდევაც შენი არატრადიციული ინდივიდუალობით!“

4.იმის გათვალისწინებით, რომ თავდაცვაზე ხარჯები საქართველოს ბიუჯეტის 10%-ს შეადგენს, თუმცა ქართულ არმიას, მიუხედავად ამერიკის დახმარებისა, უნარი არ შეუძლია საქართველო დაიცვას მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის არმებისგან, აშშ გადაწყვიტა თვითონ დაეცვა ქართველები და საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზა გაეხსნა. მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, ჩვენ ყველაზე დიდი მეომრები ვართ ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან, დავით აღმაშენებლისა და თამარ-მეფის დროიდან მოყოლებული! - პენტაგონმა გაწვრთნა რამდენიმე ქართული ქვედანაყოფი და ისინი საქართველოს დასაცავად ... ერაყსა და ავღანეთში, აფრიკასა და უკრაინაში გაგზავნა!

5.იმის გათვალისიწნებით, რომ საქართველო ღარიბი, მხოლოდ გადასახადებით მცხოვრები ქვეყანაა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ განზრახ მიყვანილი სიღატაკემდე, აშშ გადაწყვიტა თავად ეზრუნა ჩვენს სახელმწიფო და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე. მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, ნაციონალური უსაფრთხოება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ატრიბუტია, რომელიც ჩვენს ხელში უნდა იყოს! - ამერიკელებმა დატოვეს ქართველები შსს-ში (როგორც სხვა დანარჩენ ძალოვან სტრუქტურებში) დე-იურე ხელმძღვანელებისა, ხოლო დე-ფაქტო შემსრულებლების როლში და მათ ამერიკელი მრჩევლები მიამაგრეს. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას: საკონსტიტუციო უსაფრთხოების, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტები საქართველოში მხოლოდ კანცელარიის ფუნქციას ასრულებენ, სადაც აშშ-ს „ცე-რე-უ“-სა და „ეფ-ბი-აი“-ს მზა ინსტრუქციები მოდის და სადაც საკმარისია სამი შტატიანი თანამშრომელი - რეგისტრატორი, მთარგმნელი და რადისტი.

6.ზემოჩამოთვლილი ამერიკული ინვესტიციების მიუხედავად - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, თავდაცვის სფეროში, სამართალდამცავ სტრუქტურებში და სახელმწიფო უშიშროებაში, აშშ არ ინტერესდება საქართველოს ეკონომიკით, რითიც ხელს უწყობს რუსულ ინვესტიციებს. კეთილშობილ ამერიკელებს, რუსი ინვესტორებისგან განსხვავებით, არ სურთ ჩვენი არასახარბიელო მდგომარეობით სარგებლობა - ადგილობრივი იაფი მუშახელის გამოყენება და ღარიბი ქართველების ხარჯზე გამდიდრება, ამიტომ აშშ-ს არ გაუხსნია საქართველოში არც ერთი ქარხანა ანდა წარმოება! მეტიც - ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ეროვნული ვალუტით, რომელზეც საქართველოს გამჩენილი მოღვაწეებია გამოსახული! - აშშ-მა „არ მიაბა“ ლარი დოლარს და GEL „დაეცა“ რუსულ რუბლთან ერთად.

7.მიუხედავად იმისა, რომ 2.5-მილიონიან საქართველოში აშშ-ის ხელდასხმულმა არანაკლები უბედურება დაატრიალა, ვიდრე 43-მილიონიან უკრაინაში - განახორციელა საკუთარი ხალხის გენოციდი და პროვოცირება გაუკეთა რუსეთს, რომელსაც ძალად შეაჩეჩა გამოსაკვებად აფხაზეთი და სამაჩაბლო, ასევე, მოკლა, დაასახიჩრა, დააპატიმრა და აწამა ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანი - აშშ აგრძელებს სააკაშვილის - საქართველოს „რეფორმატორისა და დემოკრატიის შუქურის“ საერთაშორისო იმიჯზე ზრუნვას! მაგრამ ამაყი ქართველები რომ არ განაწყენებულიყვნენ - აქაოდა, რატომ შეიფარა ამერიკამ და დაასაქმა უკრაინაში სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი და მისი ყაჩაღები, რომლებიც საქართველომ ძებნაში გამოაცხადა?! რას მოიმოქმედებდნენ თავად ამერიკელები თავის ობამასთან მიმართებაში, მას რომ აშშ-ის ტერიტორიების 20 % დაეკარგა?! - სახდეპმა 3 წლით დასვა საქართველოს ხელისუფლებაში ნაკლებ ნიჭიერი ქართველი ამერიკელები. ხოლო 2015 წლის 1 ოტქომბერს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, დასვენებული და რებრენდირებული „ნაციონალები“, შეშლილი მიხეილისა და „ცე-რე-უ“-ს აგენტი ალასანიას წინამძღოლობით, კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლების სათავეში, საიდანაც ისინი არც წასულან (პარლამენტის 40%, თავდაცვის და შსს- ს 80% და სასამართლოების 100% უწინდებურად დაკომპლექტებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“).

P. S. ბატონო ელჩო!

როცა სააკაშვილის სიის მიხედვით რეჟიმის მტრებთან ანგარიშსწორების დღე დადგება, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი გულწრფელი მონანიება. და კიდევ - მის შიშით, რომ ინგლისურად თარგმნისას ჩემი მონანიება გულწრფელობას დაკარგავს და სხვაგვარ ელფერს შეიძენს,გიგზავნით ამ წერილს ქართველების ენასა და რუსულ ენაზე, რომელსაც კარგად ფლობთ.

ღრმა პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2015 წლის 5 თებერვალი