შსს-მ ქარელში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 4 თებერვალი,
საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზესტაფონში მცხოვრები
ანზორ გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ქარელში დააკავეს.
პოლიციამ ანზორ გ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით ამოიღო.