სამართალი
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად ფოთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე დააკავეს

1-bjuro-samart-2საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს თანამშრომლობის შედეგად დააკავეს ვიქტორ ჭელიძე. აღნიშნული პიროვნება 2000-2005 წლებში მუშაობდა ქალაქ ფოთში დისლოცირებული სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის დარგში. აღნიშნულ პერიოდში მან არაერთხელ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სახელმწიფო ქონებას უკანონოდ ასხვისებდა.

ვიქტორ ჭელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი: მითვისება ან გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაში.

ვიქტორ ჭელიძის საქართველოში ექსტრადიცია 31 იანვარს განხორციელდა.