პუბლიკაციები
შიხიაშვილი: „გუანჯოუს გუბერნატორმა სტალინის სურათი აიღო, ჯერ კოცნიდა, მერე გულში იხუტებდა და მერე ტიროდა“

1-SixiaS-saz-3-an-1საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა გორის კომბინატის კულტურის სახლში, რეგიონის ვეტერანებთან შეხვედრაზე სტალინის ძეგლის გორში დაბრუნებასა და „დიდი ბელადის“ კულტთან დაკავშირებით მოულოდნელი და სკანდალური განცხადება გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავჯდომარემ სტალინის თემაზე საუბრისას პატრიარქთან დიალოგი გაიხსენა.

უწმინდესი ყოველ 21 დეკემბერს პანაშვიდს უხდის სტალინს. ვინც მტარვალი და ქვეყნის დამაქცევარია, უწმინდესი ისეთ კაცს პანაშვიდს არ გადაუხდის. უწმინდესმა მითხრა, რომ ის იყო უკანასკნელი, ყველაზე დიდი მართლმადიდებელი ხელმწიფეო“.

"როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი, თბილისი დავამეგობრე ჩინეთის 20-მილიონიან ქალაქთან - გუანჯოუსთან... როგორ შევძელი, ეს მინდა გითხრათ... გუბერნატორმა მკითხა „გურზინ“. მე ვუთხარი - „გრუზნი“. „ზა სტალინა“, - მეუბნება. მე ვუთხარი - „ზა მაუძედუნა“... მეორე ჩასვლაზე საფერავს ზედ მივაწებე სტალინის სურათი გენერალსიმუსის ფორმაში და ჩავუტანე 20 ბოთლი. ოთხ თვეში ხელშეკრულება გაფორმებული მქონდა... სტალინის სურათი რომ აიღო, ჯერ კოცნიდა, მერე გულში იხუტებდა და მერე ტიროდა“, - განცხადა შიხიაშვილმა.