პუბლიკაციები
Creativ Georgia News: „უკრაინა. მორიგი მხილება: საქართველოში უკრაინის საელჩოს საფარქვეშ აქტიურად ფუნქციონირებს რეზიდენტურა“

1-news-zar-2-anსაქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. წინამდებარე მასალა წარმოადგენს ინტერნეტ-რესურს „Creativ Georgia News“-ის ექსკლუზივს. საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი პასუხს არ აგებს მასში მოცემული ინფორმაციის უტყუარობაზე.

უკრაინა. მორიგი მხილება

ზოგიერთი თანამემამულე კვლავაც ფიქრობს, რომ უკრაინის ხელიმძღვანელობა - ჩვენი ძმებია და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა დავეხმაროთ, ერთობლივად შევეწინააღმდეგოთ აგრესიას რუსეთის მხრიდან. თუმცა, მოდი, ამ პრობლემას უფრო ყურადღებით შევხედოთ და მედლის მეორე მხარეც ვნახოთ, რომლის მიღმაც საინტერესო, თუმცა საშინელი აღმოჩენები დგას. ვაგრძელებთ რა მხილების ციკლს, დღევანდელი ჩვენი თემა, როგორც უკვე მიხვდით, საქართველოში უკრაინის საქმიანობას ეხება.

უკრაინის საელჩოს საფარქვეშ საქართველოში აქტიურად ფუნქციონირებს რეზიდენტურა, რომელსაც სათავეში უდგას საელჩოს პირველი მდივანი ვიქტორ კიბალნიკი. ცნობილია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

-საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები;

-რუსეთისა და საქართველოს ურთიერთდამოკიდებულება;

-მსხვილი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ფუნქციონირებენ და ამერიკული კაპიტალი აქვთ;

-სარეჟიმო ობიექტები საქართველოში;

-ინდური კაპიტალდაბანდების სექტორი საქართველოში;

-საქართველოში მყოფი ირანისა და პაკისტანის მოქალაქეები, უკრაინაში უკანონო მიგრაციის ფაქტები;

-საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა უკრაინული დაზვერვის აგენტი, რომელიც კიევიდან ახორციელებდა რეზიდენტურის კურატორობას და მას ალექსანდრე ლუშჩიკი ჰქვია. ის პერიოდულად მითითებებს იძლევა სამუშაოს მიმართულების თაობაზე, ასევე აფასებს საქმიანობის შედეგებს.

ასევე ცნობილია უკრაინული რეზიდენტურის მუშაობის ზოგიერთი ელემენტი:

-ყოველთვე, 20 რიცხვში რეზიდენტურა ანგარიშს წარადგენს აგენტებთან შეხვედრის შედეგების შესახებ, ასევე ინფორმაციას, რომელიც რია წყაროებიდან მიიღო (3-4 ფურცელზე);

-მზვერავებმა უნდა შექმნან აგენტურა საქართველოში, რაც ყოველთვიურად კონტროლდება ხელმძღვანელობის მიერ;

-წყაროებთან კავშირის შენარჩუნების მიზნით მზვერავები, ძირითად ტელეფონებთან ერთად, უკრაინიდან ჩამოტანილ სპეციალურ აპარატებს იყენებენ.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიღების კონკრეტული მაგალითებიდან მოვიყვანთ მაგალითს ცნობების მიღების შესახებ კომპანია „თბილავიამშენსა და „ქართულ-ამერიკულ სანავთობო კომპანია „Frontera Resourses Georgia”-ზე. აღნიშნულ საკითხში უკრაინელ მზვერავებს აქტიურად ეხმარება საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი ილიას მამედოვი. თუმცა, ინფორმაციის გაცემაზე ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რასთან დაკავშირებითაც რეზიდენტურა საქართველოს საგარეო დაზვერვაში მეგობრულ კავშირზე, სახელად - დავითი, გავიდა, სადაც წარმოდგენილი იქნა ამომწურავი ინფორმაცია.

ვ. კიბალნიკის კავშირებიდან, რომლებთანაც იგი ურთიერთობებს ინარჩუნებს, გამოყოფილი იყვნენ შემდეგი პირები:

-თურქი დიპლომატი ისმეთ ჯემ ჩეთინი;

-ფრანგი დიპლომატი ტომას რენუ;

-სომეხი დიპლომატი ტიგრან თუმანიანი;

-შპს „ლასარი“-ს საბაჟო ტერმინალის დირექტორის მოადგილე ალბერტ ბერიაშვილი;

-თბილისის საერთაშრისო აეროპორტის თანამშრომელი დანტე ჭინჭარაული;

-შპს „თბილისი -G“-ს სამშენებლო კომპანიის დირექტორი მალხაზ ზიბზიბაძე.