პუბლიკაციები
ივანიშვილი: „ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია და პირდაპირი მნიშვნელობით “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ახდენს!“

1-media-aqt-2-an-8საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

„ყველას ყველაფრის თქმის უფლება აქვს, მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არა თუ თავისუფალია, ყველაზე ძლიერი მედიასაშუალებები ოპოზიციის ხელშია და პირდაპირი მნიშვნელობით “ნაციონალური მოძრაობის” აგიტაციას ახდენს. სიცრუეა, რომ მთავრობა არის უუნარო და ცუდი. მე თუ მკითხავთ, ძალიან ეფექტური მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, მთავრობა უძლებს იმას, რომ არ აქვს არავითარი მედია. ამ ფონზე ძალიან ეფექტურად მუშაობს”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.