პუბლიკაციები
ივანიშვილი: “ნაციონალები ძალიან ცდილობენ არიონ საზოგადოება, მათ აქვთ უფლება იცრუონ, მაგრამ ჩვენ ეს სიცრუე არ უნდა “ვჭამოთ”... ყველა სოფელს ჰყავს თავისი ერთი გიჟი“

1-nerazberixa-saz-3-an-6საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

“ნაციონალები ძალიან ცდილობენ არიონ საზოგადოება, მათ აქვთ უფლება იცრუონ, მაგრამ ჩვენ ეს სიცრუე არ უნდა “ვჭამოთ” და არ უნდა მივიღოთ. უნდა  შევეჩვიოთ ამას, სხვა დანარჩენი, ყველა სოფელს ჰყავს თავისი ერთი გიჟი, კიბატონო, გავიზარდოთ მათზე,ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ვალდებული ვართ მათ ანგარიში გავუწიოთ, ჩენ ვალდებული ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ამ ქვეყანაში ეცხოვრებოდეთ  და კარგი იქნება თუ სასარგებლო შრომას გასწევენ და სიცრუის ნაცვლად საზოგადოების განვითარებაზე იზრუნებენ, ესეც ჩვენ უნდა ვეცადოთ, ესეც ჩვენი ვალია ვისაც ხელ გვეწიფება, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების ეფექტური წევრები გახდნენ”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.