პუბლიკაციები
ივანიშვილი: „სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა...ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება...“

1-spravedlivost-saz-1-an-4საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

“სამართლიანობის აღდგენა ძალიან გაჭიანურდა. ეს ვალდებულება გვქონდა, როდესაც მოვედით. ხშირად ვაძლევდით დაპირებას ჩემი პრემიერობის დროსაც, რომ ვემზადებით ამისთვის და იქნება. ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თებერვლიდან ეს პროცესი დაიწყება. როგორც მან თქვა, არის ამის მზაობა. ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არც თუ ისე ცოტა თანხაა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.