პუბლიკაციები
ივანიშვილი: “მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებებზე – ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე - ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს…“

1-nepravitelstv-pol-3-an-3საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

“არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ   მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე – ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს  არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.