ივანიშვილი: “მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებებზე – ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე - ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს…“
საქართველო, 30 იანვარი,
საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს
ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია
„იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:
“არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებეზე – ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.