პუბლიკაციები
ივანიშვილი: “ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის, რომ მე საზოგადებისგან მაქვს ნდობა. საზოგადოებაში ჩემს სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ექსპერტებად წოდებულებს…”

1-ivaniSv-pol-1-an-1საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 28 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნა:

მათ ის აბნევს, რომ ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და ვერ გაუგიათ ის, რომ მე საზოგადებისგან მაქვს ნდობა. საზოგადოებში ჩემს სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ექსერტებად წოდებულებს. ვერ აცნობიერებენ ერთ რამეს, რომ ჩემ სიტყვას ცოტა მეტი ძალა აქვს, რადგან საზოგადოებიდან მეტი ნდობა მაქვს. როდესაც ალასანია წამოვიდა ხელისუფლებიდან, ჰკითხეს, რომ სამი მინისტრი იყო თქვენი პარტიიდან მთავრობაში და ახდენდა თუ არა ივანიშვიილი მათზე გავლენასო, ვერაფერი გაისენა.

მათ იციან ჩემი პოზიცია გამოკვეთილად, იციან ჩემი პრინციპულობის შესახებ და ამას მართვაში ურევენ. ის, რომ ჩემს სიტყვას უფრო მეტი ძალა, ვიდე იმ ექსპერტების, ვინც მაკრიტიკებენ.. არადა რჩევებს და მოწოდებებს ექსპერტები გაცილებით მეტს აკეთებე. მე ვინ ამიკრძალა საჯაროდ რჩევის მიცემა. ისინი ამას ვერ აცნობიერებნ და ჰგონიათ, რომ მე ვმართავ. მე ვცდილობ საზოგადოებას მივცე მუხტი, რომელიც მათგან მაქვს მიღებული”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.