შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, 29 იანვარი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა
ზურაბ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „
კალაშნიკოვი“-ს სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
6 მჭიდი,
185 საბრძოლო ვაზნა და გადაჭრილი თოფი ამოიღეს.