პუბლიკაციები
„ნაცმოძრაობა“+“ქართული ოცნება“: „ძალა ერთობაშია!“ - პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

1-nac-saz-2-an-2საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 26 იანვრის სესიაზე, სადაც პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია იმყოფება, გაიმართა დებატები თემაზე: უკრაინელი ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული მდგომარეობა". სესიაზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის წევრები, თინათინ ხიდაშელი და ჩიორა თაქთაქიშვილი გამოვიდნენ. ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ კიდევ ერთი ომი წამოიწყო, ამჯერად უკრაინასთან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც სრულიად დემოკრატიულ სამყაროს მოუწოდა გაერთიანებისა და რუსული აგრესიის შესაჩერებლად მთელი ძალისხმევის მიმართვისკენ. კიდევ რამდენი მსხვერპლია საჭირო, რამდენი ოკუპირებული ტერიტორია, ეთნიკური ნიშნით გაწმენდილი ქალაქი თუ სოფელია საჭირო, იმისთვის, რომ შევწყვიტოთ სანახევრო ტონალობა, სანახევროდ გამოთქმული წინადადებები და ვთქვათ ერთმნინშვნელოვნად, რუსეთო შეჩერდი!“ - განაცხადა, თინათინ ხიდაშელმა.

მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობს მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან, ამ დროს თავდასხმა ხდება ქალაქ მარიუპოლზე, სადაც მანამდე არ მიმდინარეობდა სამხედრო მოქმედებები. ესაა რუსეთის პასუხი დიალოგზე. შესაბამისად, ასამბლეამ მხარი უნდა დაუჭიროს მოხსენების ტექსტში შეტანილ შესწორებებს. ასამბლეამ არ უნდა მოითმინოს, ის, რომ მისი წევრი, ნადია სავჩენკო, რუსეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ყველაფერი უნდა იღონოს მის გასათავისუფლებად“, - განაცხადა დელეგაციის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით მხარს დაუჭერს მოხსენების ტექსტის განახლებულ ვარიანტს. მუდმივმოქმედი დელეგაცია ვიზიტს 30 იანვარს დაასრულებს.