რედაქტორისგან
საქინფორმი: „კავკასიური გაზაფხული“ - საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებების შემკვეთი არის აშშ

1-amerika-pol-1-red-1-mtსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში დაიწყო ტერაქტების მორიგი სერია, რომელიც წინ უძღვის სახელმწიფო გადატრიალებას. სოფელ ყარაფილაში - იური ვაზაგაშვილის და ქ. გიუმრიში (სომხეთი) ავეტისიანების ოჯახის მკვლელობით საქმე არ დასრულდება. დიდ ალბათობით, უკრაინაში პრეზიდენტ პოროშენკოს 2015 წლის თებერვლის ბოლოს ჩამოაგდებენ, როცა კიევში მაიდანის წლისთავის აღნიშვნას დაიწყებენ. პოროშენკო აშშ-თვის ხელსაყრელი არ არის უკრაინაში რფ-ის ელჩ ზურაბოვთან თავისი კარგი ურთიერთობებისა და მოსკოვში ძველი კავშირების გამო, რომლებიც მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრობისას დაამყარა. ასევე, ომის დასრულების და თავისი ბიზნესით დაკავების სურვილის გამო, ამიტომ მას დაამხობს იაცენიუკ-კოლომოისკი-ტურჩინოვის სამეული შს მინისტრი ავაკოვის დახმარებით.

პრემიერი ღარიბაშვილი კი აშშ-ს არ აწყობს, რადგან მას სურვილი არ აქვს ეომოს რუსეთს უკრაინაში; ასევე, მცირე, მაგრამ მაინც მიღწევების გამო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში - მინერალური წყლების, ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, სავიზო რეჟიმისა და ავტოგადაზიდვების წესების შემსუბუქება; საქართველოში რუსული ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის გამო, განსაკუთრებით - ენერგეტიკის სფეროში; იმის გამო, რომ საქართველოს არ შეუერთდა დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ; იმის გამო, რომ მან „ნაციონალებისა“ და სააკაშვილის დევნა დაიწყო, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა. ამიტომ მას ჩამოაგდებს ალასანია-სააკაშილი-უსუფაშვილის სამეული პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელშეწყობით.

ამერიკას ეშინია, რომ საქართველო ნეიტრალური გახდება, ამერიკისთვის საკმარისი არაა,  საქართველო პროამერიკული იყოს, ამერიკისთვის აუცილებელია, რომ საქართველო ანტირუსული იყოს!

არავითარი თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირსა და აშშ-თან საქართველოს არ ეღირსება - დასავლეთში ჩვენ მაღალი ტერორისტული საფრთხის შემცველ ქვეყნად მივაჩნივართ და ვაზაგაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერაქტმა ეს აზრი მათ კიდევ უფრო განუმტკიცა. მით უფრო, ვერ ვეღირსებით ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, რომლის გამოც სააკაშვილმა და ალასანიამ, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ბაზების განთავსებაზე საუბრებით, აიძულეს რუსეთი, თავისი მფარველობის ქვეშ მოექცია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

„მე ვარ შარლი!“- გაჰყვიროდნენ ევროქართველები თბილისსა და პარიზში, სადაც შეხმატკბილებულად გაფრინდნენ „სოლიდარობის მარშზე“. თუმცა, როდესაც თბილისში ტერაქტები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, როცა პანკისში დაბრუნდებიან ბოევიკები სირიიდან,შარლისთვის აღარ გვეცხელება...

„დიდება გმირებს - ქართველებს, რომლებიც სამშობლოს უკრაინაში იცავენ!“ - გაჰყვირიან ქართველი რუსოფობები, რომლებიც მთელი პარლამენტითა და „ნაცმოძრაობით, საგარეო საქმეთა სამინისტროთი და „თავისუფალი ზონით“ უკრაინაში გაფრინდნენ - რათა თან ხლებოდნენ „ტვირთი 200“-ს თბილისში... სადაც მათ ეროვნული გმირებივით ასაფლავებენ - მთავარი ტაძრებიდან, სადაც აუცილებლად იმყოფება აშშ-ის ელჩი საქართველოში. ჩვენ კი მორიდებით არ ვეკითხებით - რა ესაქმება რიჩარდ ნორლანდს მართლმადიდებელ ეკლესიაში?! გვეშინია ვიკითხოთ - როგორ შეიძლება იბრძოლო საქართველოსთვის უკრაინაში?! ნუთუ რუსებს ცოცხალი ძალისა და იარაღის რესურსი უფრო ადრე გამოელევათ, ვიდრე უკრაინელებსა და ქართველებს, რომლებსა გამარჯვების გემო 1945 წლის მაისის შემდეგ დაავიწყდათ?!

თუკი ასეთი „პატრიოტი“ ხარ, განა საქართველოს არ აქვს დაკარგული ტერიტორიები შენი კერპის - მთავარსარდალი სააკიანის წყალობით?! გადი ტყეში, დაიწყე პარტიზანული ბრძოლა საქართველოში, დახოცე აფხაზები და ოსები, ნუ მოკვდები დაქირავებულ მებრძოლად დონეცკის აეროპორტში დოლარების გამო!

მიდი, დახოცე რუსები, რომლებთან მხარდამხარაც დაამარცხე ჰიტლერი და რომელთა წყალობითაც დღეს შენი სამშობლო - საქართველო არსებობს! დახოცე რუსები, რომელთა წყალობითაც შენს შვილებს არ ყიდულობს სპარსი ჰარემში თავშესაქცევად! სამაგიეროდ, დღეს, რუსების გარეშე, ჩვენი ცოლები მათთვის საკუთარი ნებით მუშაობენ...

„ულვაშა ქართველი“ - წავიდა ის დრო, როცა ეს რაინდობისა და პატიოსნების ეტალონი იყო, დღეს ხომ თავმოყვარეობადაკარგული „USA georgiaნელები“ გაჰყვირიან: „აფხაზები და ოსები ჩვენი ძები არიან! მოდით ჩვენთან, ეკონომიკურად მიმზიდველებთან, ჩვენი მეშვეობით ევროპასა და აშშ-ზე გასასვლელს მიიღებთ!“ მაგრამ როცა აფხაზი ძმები თავად გავიდნენ ევროპაზე და საკუთარი პატარა სტენდი გახსნეს „მწვანე გამოფენაზე“ ბერლინში და უწოდეს მას შესაბამისად - „აფხაზეთი“, ჩვენ სამარცხვინო სკანდალი მოვაწყვეთ, რითიც უკიდურესად გავაკვირვეთ ორგანიზატორები ! რადგან, მაგალითად, თავისი ღვინით ან თვითნაბადი კულტურით სახელგანთქმული საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის პროვინციები ხშირად არიან წარმოდგენილი ცალკე სტენდებით...

 

საქართველოში ცოცხლობს სააკაშვილის ტრადიციები შპიონომანიის კუთხით

 ნუ გაგიკვირდებათ, პატივცემულო მკითხველებო, თუ ხვალ საქართველოში გამოაცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელი „კრემლის აგენტი“ იყო, ეროვნებით - ოსი ცხინვალის რეგინოდან, ანდა პოლკოვნიკი ფირცხალავა „გე-რე-უ“-ს დავალებით მოქმედებდა. საქართველოს  მთელი ხელისუფლება - ოპოზიცია და უმრავლესობა - ხომ უწინდებურად ერთიანია თავის აშკარა რუსოფობიაში. ჭორებს „კრემლის ხელის“ შესახებ ამ ტერაქტში ავრცელებენ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სესიაშვილი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯაფარიძე, ბერუჩაშვილის ქვეშევრდომები, ალასანიას პარლამენტარები, უსუფაშვილის რესპუბჰლიკელები და თვით „ნაციონალებს“ მიკედლებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ქუცნაშვილიც. ეს უკვე ოფიციალურად შემდგარი ტანდემია, რომელიც აშკარად გამოხატავს სააკაშილის საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას და შემდგომში საკუთარ თავს ხელისუფლებაში ხედავს „ნაცმოძრაობასთან“ ერთად.

 

2015 წლის 20 იანვარს საქართველოში დასრულდა „ქართული ოცნება“ და დაიწყო „ნაციონალების კონჩიტა“

როცა სსსრკ-ში არ კმაროდა ძეხვი, ხალხი ამბობდა - არა უშავს, ოღონდ ომი ნუ იქნება... როცა საქართველოში ახალმა ხელისუფლებამ არ შეასრულა არცერთი წინასაარჩევნო დაპირება, ხალხი ამბობდა - არა უშავს, სამაგიეროდ, არ გვხოცავენ ქუჩაში, როგორც საკაშვილის დროს! ამბობდა 2015 წლის 20 იანვრამდე, სანამ არ მოკლეს იური ვაზაგაშვილი - უნებლიე უფლებადამცველი, რომელმაც მთელი ცხოვრება სააკაშილის რეჟიმთან ბრძოლას შეალია, თუმცა სამართალს ვერ მიაგნო ივანიშვილის ხელისუფლების დროსაც, რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად 300 000 ხელმოწერა შეაგროვა.

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ბოლო მოეღო, თუმცა იმავდროულად, საქართველოში დაიწყო „კონჩიტა“, ანუ ცისფერ ელფერიანი გლობალისტური ლიბერტარიანული ძალების დასასრული, რომელთა კერპებსაც ტრანსვესტიტი ვურსი და მიხეილ სააკშვილი წარმოადგენენ.

ასე უსახელდო დასრულდა საქართველოს უახლესი ისტორიის ეს მოკლე ეტაპი სახელმწოდებით „ივანიშვილის პატივისცემით“ - როცა ქართველი ხალხი, ბატონი ბიძინას პატივისცემით, ითმენდა მის „პატარა ცელქობებს“ - პრეზიდენტ მარგველაშვილსა და სპიკერ უსუფაშვილს, მინისტრებს - ალასანიასა და ფანჯიკიძეს, მთავარ მოსამართლე კუბლაშვილსა და მთავარ პროკურორ კბილაშილს, მინისტრებს - პეტრიაშვილს, ზაქარეიშვილს და იმ ათს, რომლებიც იძულებით გაათავისუფლა ღარიბაშვილმა; ითმენდა ვირტუალურ პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელმაც სამჯერ მოატყუა თავისი ელექტორატი - საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - დასაქმებით; ითმენდა საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც უმეტესად დაკომპლექტებული იყო გამყიდველი ფარისეველი პოლიტიკური პროსტიტუტებით; ითმენდა შარაძისა და ჟვანიას, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის, გირგვლიანისა და თეთრაძის მკვლელობის საქმეების „დახურვასა“ და სოროსის, NDI-სა და IRI-ს „ენ-ჯე-ოების“ გახსნილ თარეშს; ითმენდა ახალი ხელისუფლების ნეპოტიზმსა და ბავშვების გამრყვნელ ტელეშოუებს ქართული ტელევიზიების ყველა არხზე, მათ შორის, მშიერი ხალხის ფულით მოარსებე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“...

ითმენდა „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციას, რომელიც დღეს დასრულდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალებს“ ის მეტად აღარ სჭირდებათ და თავად გადავიდნენ იერიშზე! შსს, პროკურატურა და სასამართლოები საქართველოში უწინდებურად სააკაშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლისაც სამარემდე დავალებული დარჩებიან. მოსამართლის მანტიანი და პოლიციის სამხრეებიანი მაქციები დაჟინებით მუშაობენ მიშასა და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მხოლოდ ციხის გისოსები ელოდებათ...

 

საქინფორმის რედაქცია

1-amerika-pol-1-red-1-qv