პუბლიკაციები
მომგებიანი ბიზნესი: უკრაინაში ყველაზე დიდი დამკრძალავი ბიუროების ქსელი პრეზიდენტ პოროშენკოს ეკუთვნის, რომელმაც ერთი ხელით ხელი მოაწერა მინსკის ხელშეკრულებას დაზავების შესახებ, მეორეთი კი წინასწარ 4000 კუბო დაამზადა!

1-biznes-sam-1-an-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკრაინის სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური მრავალი წელია ბიზნესითაა დაკავებული. მისი მოღვაწეობის ყველაზე მოგებიან სფეროებს (მათ შორის შოკოლადი „როშეს“ წარმოებისათვის, ფაბრიკები, ტელეარხები) შორისაა ქარხნები. თუმცა, ახლახან ადგილობრივი მედიის ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა ახალი პრეზიდენტის მოგების კიდევ ერთი წყარო - დამკრძალავ ბიუროთა უდიდესი ქსელი!

უკრაინის პრეზიდენტის ბიზნესის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობისას რეპორტიორებმა რიტუალური მომსახურების ერთ-ერთი ბიურო მოინახულეს. ამ ბიუროში ჯერ კიდევ 2014 წლის 24 აგვისტომდე (25 აგვისტოს უნდა ამოქმედებულიყო ზავი მეომარ მხარეებს შორის და პოროშენკო ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას აპირებდა, თუმცა, შემდგომ, „რატომღაც“ გადაიფიქრა...), გაურკვეველი მიზეზებით დამზადებული იქნა 4000-მდე კუბო! თითქოსდა არც ისე დიდი ციფრია სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის გათვალისწინებით, მაგრამ რისთვის სჭირდება ერთ ბიუროს ამდენი კუბო?! თუ მხედველობაში მივიღებთ მოვლენებს, რომლებიც ქვეყბის აღმოსავლეთში ხდება, წარმოიშვება ძალიან არაეთიკური ვარაუდები ამ კუბოების დანიშნულების თაობაზე...