პუბლიკაციები
„ქართული ხასიათია უცხო სახელმწიფოსთვის მსახურება“ - ასე მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ უსუფაშვილს

1-usup-pol-3-an-2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დელეგაცია დიდი საქართველოდან პატარა საქართველოში დიდ ქართველებთან შესახვედრად ჩამოვიდა. „თქვენ აქ ყველა ქართველისთვის სანუკვარი სიტყვებით დაგვხვდით, „მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა“. ჩვენი სათქმელია - მარად და ყველგან, ქართველებო, ჩვენ ვართ თქვენთანა. დღეს ქართულ სახელმწიფოს შეუძლია იყოს მარად და ყველგან ყველა ქართველთან და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივი ქართველების საქართველოში ტურისტებად ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. „დიდი მადლობა იმისთვის რომ ისტორიულ სამშობლოდან შორს თქვენ ნამდვილ ქართულ ხასიათს ინარჩუნებთ. ეს ნამდვილი ქართული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ერთგულად ემსახურებით იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ. მთელი გულით და სიყვარულით გწამთ ის რელიგია, რაც გწამთ და აძლევთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ადამიანებს, როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებული, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად ძმურად და მეგობრულად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.