პუბლიკაციები
„ძალა ერთობაშია“ - ექსპრეზიდენტი სააკაშვილის საქმის გამგრძელებელმა - პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ფიურერის საქმის გამგრძელებელ - პრეზიდენტ პოროშენკოს სამძიმრის წერილი გაუგზავნა - საქინფორმი

1-transform-pol-1-an-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქმით დაამტკიცა ლოზუნგი, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ღერბია შემკული - „ძალა ერთობაშია“ - გაუგზავნა რა სამძიმარი უკრაინის პრეზიდენტს, უფრო სწორად - კიევის ნეოფაშისტთა მეთაურ პეტრო პოროშენკოს. ამით მარგველაშვილმა საბოლოოდ და საჯაროდ დაამტკიცა თავისი იდენტურობა წინამორბედ სააკაშვილთან, მისი პოლიტიკური ორიენტაციის მომხრეობა.
ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, თუნდაც ომის პირობებში, წარმოადგენს უმძიმეს დანაშაულს და ის არ უნდა დარჩეს საერთაშორისო რეაგირების გარეშე.
საქართველო კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმედოვნებს, რომ უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს. გთხოვთ, ქართველი ხალხისა და ჩემი სახელით სამძიმარი გადასცეთ დაღუპულ ოჯახებსა და მათ ახლობლებს“, - აღნიშნულია წერილში.

აი ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა, რომელიც სულ ახლახან, სანამ სააკაშვილის სასახლეში დასახლდებოდა, ტელევიზიით აცხადებდა, რომ რუსული ენა ქართული კულტურის ნაწილია...