პუბლიკაციები
„ჩვენ ხშირად ვამბობთ: უკრაინის არმია. სინამდვილეში კი ვინ იბრძვის იქ? იქ მართლაც არის ნაწილობრივ ოფიციალური ქვედანაყოფები, თუმცა, მნიშვნელოვანწილად ეს ე.წ. მოხალისე ნაციონალისტური ბატალიონებია“, - განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგში.
მისი თქმით, „არსობრივად ეს უკვე არმია აღარ არის, ეს უცხოური, მოცემულ შემთხვევაში ნატოს ლეგიონია", რომელსაც სულ სხვა მიზნები აქვს, რაც სრულებით არ შეესაბამება უკრაინელი ხალხის ნაციონალურ ინტერესებს.