აქტუალური
„თავისუფალი დემოკრატები“: „დაუყოვნებლივ განემარტოს საზოგადოებას ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზები!"

1-Demokrati-aqtual-1საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი.  თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიასთავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელსაც არ შესწევს უნარი: 1) დროულად და ეფექტიანად დახარჯოს მის მიერვე წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრები; 2) გაურბის საზოგადოებასთან დროულ და საქმიან კომუნიკაციას და 3) ვერ იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს როგორც სტაბილურ, ისე კრიზისულ ვითარებებში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:

1) დაუყოვნებლივ განუმარტოს საზოგადოებას ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზები და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სიტუაციის სწრაფად ნორმალიზების თვალსაზრისით.

2) დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, რომელმაც გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება...

3) მძიმე ბიუროკრატია, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაუაზრებელი რეგულაციები... კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს რეგიონში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში.