პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილი: „თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, აუცილებლად დავთანხმდები“

1-dopros-sazog-3საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ექსპრემიერმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საკუთარ ვერსიებზეც ისაუბრა.

ასეთი საშინელი და საზარელი რამ, ვისაც თავში მოუვიდა, მისი მიზანი იყო, მოწმეების დაშინება, ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ გადარჩენილიყვნენ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსია არის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში გამოიწვევენ შანტაჟსა და არეულობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
ამასთან, ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა მისი და იური ვაზაგაშვილის შეხვედრის დეტალებზე. „რაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე შევხვდი მას... გახარებული იყო უკრაინიდან ახალი მოწმეების გამოჩენით, რომლებიც ადასტურებენ გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვიზეც ეჭვი ჰქონდა პროკურატურას, ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ. მან გვარებიც ბევრი დაასახელა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, იური ვაზაგაშვილის განცხადებებზე, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეები ისევ თანამდებობებზე რჩებიან შსს-ში, ივანიშვილის თქმით, ისინი არათუ ამ თანამდებობებს დატოვებენ, არამედ მკაცრად აგებენ პასუხს კანონის წინაშე.

ცნობისათვის: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა...