სამართალი
„გამოძიების ამ ეტაპზე... დანიშნულია სხვადასხვა სახის აუცილებელი ექსპერტიზები ი.ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზის, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობის, მოდელის და მდებარეობის, ასევე, საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად. ამ ეტაპისთის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულია 30-მდე პირი.
საზოგადოებას ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ იმ ფაქტს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ მომხდარის შესაძლო საგამოძიებო ვერსიებსა და საქმის გარკვეულ დეტალებზე... ამ ეტაპზე შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვთქვათ, რომ ი. ვაზაგაშვილის გარდაცვალების მიზეზი უნდა გამხდარიყო ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები, თუმცა გადაჭრით აღნიშნულზე, ასევე სხვა დეტალებზე საუბარი შესაძლებელი იქნება მხოლოდ ყველა ექსპერტიზის დასრულების შემდგომ“, - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.