საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი.
სხვა დილა გათენდა. მტრის სახე დაგვანახა... მტრის სახე სარკეში "ჩემი" ანარეკლია.
გატეხილი სარკე ცუდის ნიშანი...
ცუდს ხუთიანი დავუწერეთ. ხელი მოვუწერეთ...
სხვა "კლასში" გადავიყვანეთ. უფრო "მაღალში"...
კარგს კარგი ნიშანი? ნიშაც კი ვერ მოვუძებნეთ...
ჯამში? ხუთი... 41...
ოთხიანი სიკვდილის ნიშანია. ერთიც... და 5...
ორმოცდაერთი... "ს ა კ რ ა ლ უ რ ი".
რიტუალების პოლიგონი გავისიგრძესიგანეთ...
ავითვისეთ. შევეთვისეთ... მივიღეთ.
რეალობის დანახვამ დაფშვნა სარკე...
ღმერთისგან მიტოვებული, უსულო შუშად იქცა.
აფეთქდა რეალობა. რეალური. კაცური...
კაცი წაიქცა. მირონი, სისხლად ქცეული... დაიქცა.
ბოროტი არ გაიქცა. თვალს თვალში გვიყრის. თავს გვახრევინებს...
თვალს გვარიდებინებს. ხმას არ გვაღებინებს...
ნაციონალებმა არანაციონალური "გაატარეს".
რიტუალი ჩაატარეს...
ოცნება აფეთქების ტალღას გაატანეს...
სული ალთან გააზავეს. ალქაჯი დაიზავეს...
გული მოკლეს. გააქვავეს.
ამოგვიღეს მიზანში დიდი ხნის ამოღებული გული და
თვალწინ დაგვიფშვნეს.უდაბნოს ადუღებულ სილად აქციეს.
სილა გაგვაწნეს. გული მივუშვირეთ...
გული ამოგვიღეს. სული გავატანეთ...
ნალუკმარი გადმოგვიგდეს და... გემო ჩავატანეთ.
ჯოჯოხეთის ცეცხლის გვეშინია უკვე ფერფლად ქცეულებს.
ის კი არ ვიცით, რომ ფერფლი მკვდარია, ალს არ იკიდებს.
ცივია ფერფლი. ნაცარი...
თვალში შეყრილი. ცოდვის ოსტატის ხერხი ნაცადი...
ღამეს დღე ცვლიდა... იმედი. სხივი...
დღე დადგა... ღამეს განატრებს.
ოღონდ გუშინდელს. თბილ ღამეს. აისის წინამორბედს...
თურმე სასწაულმოქმედს.
ბოროტის რიტუალი ბოროტი სასწაულია.
მომსწრე და მონაწილე გავხდით რომლისაც...
წყეულიმც იყოს მტერი!
შიდა. შინაური. გარეულთან ათქვეფილი...
"ისიც". "ამაში" გარეული...
დრო დადგა!
ქართველმა "დაინახოს"...
მტერი დაინახოს.
საკუთარი თავის, შვილის, ოჯახის, ერის...
მესაფლავე იცნოს!
რიცხვი "გაიგოს". მნიშვნელობა დაადგინოს...
არსი გაიაზროს...
ხვამლი დაინანოს!!! "ნანა" მოინატროს...
...და მთავარი!
ნაცებისთვის ხელის ჩამომრთმევი და...
სალამის(რომელიც ღვთისაა!!!) მთქმელი, დღეიდან
მტერია ჩემი! პირადი. დაუძინებელი!!!
მრუშთან თანამცხოვრები, მრუშია კოჰაბიტირებული...
2015 წლის 20 იანვარი
აშშ