პუბლიკაციები
„პოლიტფორუმი“: ზაქარია ქუცნაშვილი "ნაციონალების" მხარდამჭერი გახდა!

1zaqaria-saz-1-an-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სწორედ ეს დასკვნა კეთდება "ქართული ოცნების" დეპუტატის . ქუცნაშვილის მოკლე ინტერვიუს წაკითხვისას, რომელიც მან სააგენტო "ასოშიეიტედ პრესს" დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მეორე ქართველის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მისცა. ციტატა:

"It is a huge pain to lose each Georgian, but I do understand Georgian patriots who are fighting against our enemies everywhere" - "ნებისმიერი ქართველის დაკარგვა დიდი ტკივილია, მაგრამ მე მესმის ქართველი პატრიოტებისა, რომლებიც ჩვენს მტრებს ყველგან ებრძვიან".

საინტერესოა, რა დაუშავა ქუცნაშვილს დონეცკის მოსახლეობამ, როდის მერე გახდა ეს ხალხი ჩვენი "მტერი". ხოლო თუკი იგი რუსეთს გულისხმობს, მაშინ რატომ განსხვავდება მისი გამონათქვამი ასე მკვეთრად "ქართული ოცნების" ლიდერების გამონათქვამებისაგან?! შესაბამისად, ქუცნაშვილი მთლიანად "ნაციონალების" რიტორიკას იყენებს და ფაქტობრივად "ნაცების" მხარდამჭერი გამხდარა.

ჩვენი შეფასება: ქუცნაშვილი, გარდა იმისა, რომ მშიშარაა, მას პოლიტიკური სიმწიფეც აკლია. ხალხი დღეს იური ვაზაგაშვილის ვერაგული ტერაქტით არის აღშფოთებული და იგი ამაზე კრინტს არ ძრავს უცხოურ სააგენტოსთან. ნაცვლად ამისა, იგი "ნაციონალებს" ელაქუცება. არ გვგონია, რომ ცალკეული "ცნობადი სახეების" ასეთი სიმხდალე და სიბრიყვე სიკეთეს მოუტანს "ქართულ ოცნებას".