აქტუალური
უსუფაშვილი: „ქალბატონი ირინა ენუქიძის გარდაცვალებით ქართველი დედის სიმბოლო და ეტალონი დავკარგეთ, ბატონი იურის გარდაცვალებით ქართველი მამის სიმბოლო და ეტალონი გამოგვეცალა“

1-usupaSv-aqtual-3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის დაღუპვას გამოეხმაურა.

ქართველი დედები და მამები აღარ შეეწირებიან თავიანთი მოკლული შვილებისთვის ბრძოლას და დამნაშავეების დასჯისთვის ბრძოლას. ამას თავად გააკეთებს ქართული სახელმწიფო.

ისიც ფაქტია, რომ ამ საზარელი მკვლელობის სამიზნე მხოლოდ ბატონი იური არ იყო. ბატონმა იურიმ უკვე მოასწრო ყველაფრის თქმა, რისი თქმაც მისგან იყო საჭირო. როგორც ჩანს, აქ სხვა მიზნებია და ამიტომ, მინდა, ყველას მივმართო: ჩვენი სწორი რეაქცია ამ საშინელებაზე იქნება ის, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამის გამო ვინმე გაჩუმდება - არ უნდა გაჩუმდეს, სათქმელი უნდა ითქვას და მეორე, თუ ამის მიზანია ქართული სახელმწიფოს გამოცდა, ხელისუფლების გამოცდა, შეგვიძლია თუ არა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, გამოვიძიოთ დანაშაული, თუ რამე შეცდომა იყო დაშვებული, ამ შეცდომას გავუმკლავდეთ - ზუსტად ეს უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.