უცხოეთი
ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის წყალობით რუსეთის ეკონომიკა განადგურებულია

1Barak-zar-1საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კვლავ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის მიმართ „აგრესიაში“, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს, და განაცხადა, რომ აშშ-ის წყალობით რუსეთი თითქოსდა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, მისი ეკონომიკა კი „ნაწილებად დაიშალა“.
ჩვენ ამერიკის ძალისა და დიპლომატიის გავლენის დემონსტრირებას ვახდენთ. მხარს ვუჭერთ პრინციპს, რომ დიდ ქვეყნებს არ შეუძლიათ თავს დაესხნენ პატარებს - ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას, მხარს ვუჭერთ უკრაინის დემოკრატიას და გარანტიებს ვაძლევთ ჩვენ მოკავშირეებს ნატოში“, - განაცხადა ობამამ ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის მიმდინარეობისას აშშ-ის კონგრესის წინაშე.

გასულ წელს, როცა ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მძიმედ ვშრომობდით იმისთვის, რომ სანქციები დაგვეწესებინა, ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ ბატონი პუტინის აგრესია ოსტატური სტრატეგიისა და ძალის მაგალითი იყო. დღეს კი ამერიკა ძლიერი და ერთიანია ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, მაშინ, როცა რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი „ნაწილებადაა დაშლილი“, - განაცხადა ობამამ.