პუბლიკაციები
ნათლისღების დღესასწაულზე პატრიარქის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა

1kreSenie-aqt-2-rel-1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 38-ე ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნათლული კიდევ 1300-მდე ჩვილი გახდა.

პატრიარქმა პატარები, მათი მშობლები, ოჯახის წევრები დალოცა და მათ ღვთის წყალობა უსურვა. მონათლულებს სამახსოვროდ ნათლობის მოწმობები, ჯვრები და სამახსოვრო კალენდრები გადაეცათ.

დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 22 ათასზე მეტი ბავშვია. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.