აქტუალური
საქინფორმი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწინდებურად სააკაშვილის „ნაციონალებით“ არის დაკომპლექტებული - ექსმმართველ პარტიას ხელში ჩაუვარდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მიმოწერა!

1nacebi-akt-2-Mსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების მიმოწერას ასაჯაროვებს, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, მიმოწერა სამინისტროებს შორის 2014 წლის ივნისიდან მიმდინარეობს. საუბარია თორმეტ ავიარეისზე, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო. წერილებიდან ირკვევა, რომ ოფიციალური საქართველო თანახმაა, რუსეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს (ვიდეო იხ. აქ).
თუ საქართველოში რუსეთის კუთვნილი ავიაკომპანიები შემოვლენ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხდება დეოკუპაციის პოლიტიკის ეროზია," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ზურაბ ჯაფარიძე.

საქინფორმი იმედოვნებს, რომ საქართველოს პროკურატურა დაინტერესდება საკითხით - როგორ მოხვდა 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების უწყებრივი მიმოწერა სრულად ექსმმართველი პარტიის ოფისში, რომლის ლიდერთა უმრავლესობასაც კანონი დევნის სხვადასხვა დანაშაულის გამო? თუმცა, ეს ჯაფარიძის დაუკითხავადაც ნათელია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხომ აქამდე ექსპრეზიდენტის, დღეს ძებნილი სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილის აშკარა ადეპტებით არის დაკომპლექტებული...

1nacebi-akt-2-qvem