რედაქტორისგან
საქინფორმის ვერსია მართლდება: სომხეთი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყება აზერბაიჯანს ემუქრება

1prognoz-pol-1-redსაქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ცეცხლი აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, რის შედეგადაც 21 წლის სომეხი სამხედრო დაიღუპა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუ აზერბაიჯანული მხარე საზღვარზე ვითარების ესკალაციას მომავალშიც გააგრძელებს, სომხეთის შეიარაღებული ძალებიც მკაცრად იმოქმედებენ.

სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, ტავუშის ოლქის სოფელ ვოსკევანში, აზერბაიჯანის პოზიციებიდან სროლების შედეგად დაიღუპა სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე არმან არუთუნიანი.

დაჭრილი სამხედრო ქალაქ ნოემბერიანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა.

ამგვარად, სააგენტოს მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის მიერ ИА REX-თვის მიცემულ გუშინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქინფორმის მიერ გამოთქმული ვერსია მართლდება...