რელიგია
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ბატონი იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები.
მისმა უწმინდესობამ მადლობა გადაუხადა სტუმრს მობრძანებისთვის და გამოთქვა მადლიერება იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გამოხატავენ საქართველოს მიმართ.
თავის მხრივ ბატონმა იოჰანესმა ისაუბრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი უწმიდესობის გამორჩეულ როლზე საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს“, - ნათქვამია, კერძოდ, საპატრიარქოს განცხადებაში.