საზოგადოება
რეპეტიტორები დღგ-ს 20%-იანი გადასახადით დაიბეგრებიან!

repetitori2საქართველოს პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ე.წ. რეპეტიტორები დღგ-ს გადასახადით 20%-ით დაიბეგრებიან. როგორც საქინფორმს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, დღგ-ს გადახდა არ მოუწევთ იმ პედაგოგებს, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათასს არ აღემატება.  რეპეტიტორი ლეილა ადუაშვილი კი თვლის, რომ აღნიშნული კანონის მიღება ბიზნესინტერესებს ემსახურება. ,,მე ვამზადებ ბავშვებს და ვხედავ, რამდენად რთულია იმ გადასახადის გადახდა, რასაც მიხდიან. ამას რომ დაემატება კიდევ დღგ, მათი მდგომარეობა უმძიმესი იქნება. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება იმ მოსამზადებელი სკოლებითაა განპირობებული, რომლებიც განათლების სამინისტრომ გახსნა. ამ სკოლებში ბავშვები რეპეტიტორებთან ემზადებიან და შედარებით ნაკლებს იხდიან. ამით ეს სკოლები კერძო რეპეტიტორებს ,,წაართმევენ’’ ბავშვებს,’’ - აცხადებს ლეილა ადუაშვილი.