პუბლიკაციები
დენვერის უნივერსიტეტთან (კოლორადოს შტატი) არსებული იოზეფ კორბელის საერთაშორისო კვლევების სკოლის პროფესორი ჯონათან ეიდელმანი: „აშშ თავის გავლენას კარგავს პლანეტის სხვადასხვა ნაწილში და მისი ადგილის დაკავება ახლა მხოლოდ რუსეთს შეუძლია!“

professor-zar-3-anსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების მომენტიდან პირველად მთავარი მსოფლიო ლიდერის როლში აშშ უკვე ვეღარ გამოდის, წერს Global Post. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ამერიკა, რომელმაც საკვანძო როლი შეასრულა ნატოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და მარშალის გეგმის შექმნაში, მხარი დაუჭირა ევროპული კავშირის შექმნას, მრავალი ათწლეული დომინირებდა ახლო აღმოსავლეთში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აზიის მნიშვნელოვან ნაწილში, გლობალურ ლიდერობას თმობს. მას ენაცვლება რუსეთი, რომელმაც გადაიტანა სსრკ-ის ნგრევა და დასავლური სანქციების სიმძიმისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში იმყოფება. აშშ-ს მრავალ მსოფლიო პრობლემაზე პასუხისმგებლობის ტვირთის ზიდვა და იმის აღიარება უწევს, რომ უნარი აღარ შესწევს ლიბიაში, სირიაში, ერაყსა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენა მოახდინოს. თუმცა, ეს პრობლემები არ აქვს რუსეთს, - ირწმუნება პროფესორი.

თუ გლობალური ლიდერის „თანამდებობა“ ვაკანტურია, მაშ ვის შესწევს უნარი, მისი დაკავების? - კითხულობს სტატიის ავტორი. „ევროპის სახელმწიფოები უწინდებურად ამერიკის გავლენის ტყვეებად რჩებიან, თავად ევროკავშირის უმართავ თანამეგობრობად იქცა. ისეთ აზიურ გიგანტებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ჯერ ბევრი უკლიათ ზესახელმწიფოობამდე, ამ გზაზე კიდევ რამდენიმე ათწეული უნდა იარონ“, - წერს გამოცემა. ამავდროულად, რუსეთი თავისუფალია გარე გავლენისაგან. მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკას მხარს უჭერს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში (ეგვიპტე, სირია, იორდანია, ისრაელი), აზიაში (ინდოეთი, ვიეტნამი) და ლათინურ ამერიკაში (ვენესუელა, არგენტინა), - ირწმუნება ჯონათან ეიდელმანი.