უცხოეთი
რონ პოლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ მაკადამსი: „თავისუფალი სიტყვის დასაცავად მარშში მონაწილეობის მორალური უფლება აშშ-ის ხელისუფლებას არ აქვს!“
ron-zar-2-anსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. როგორ შეიძლება პირველი შესწორების ერთ-ერთი მთავარი უგულებელმყოფელი სახელმწიფოს წარმომადგენლებს (აშშ-ის კონსტიტუციის შესწორება, რომელიც, კერძოდ, სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლების გარანტიას იძლევა) თავისუფალი სიტყვის დასაცავად ღონისძიებებში მონაწილეობის მორალური უფლება ჰქონდეს? - კითხულობს მაკადამსი სააგენტო Sputnik-თვის მიცემულ ინტერვიუში. ექსპერტის განცხადებით, აშშ-ცა და გერმანიაც, ასევე, საფრანგეთი, თავის მოქალაქეებს თავისუფალი სიტყვის გამოთქმისთვის სჯიან. ამასთან, მაკადამსის აზრით, დასავლეთის ხელისუფლება „აიარაღებს და მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს“. მაკადამსის თქმით, აშშ, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მრავალი წლის განმავლობაში ასპონსორებენ მეამბოხეებს რეჟიმების დასამხობად ლიბიასა და სირიაში. ასე, მაგალითად, სატირული ჟურნალი Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კურაშები პარიზის საგარეო პოლიტიკის ინტერესებე იცავდნენ, მონაწილეობდნენ რა სირიაში ბაშარ ასადის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში. „მათ ფრანგული იარაღის გამოყნების უფლებაც კი ჰქონდათ სირიაში, ვინაიდან საფრანგეთი მეამბოხეებს ბევრ სხვადასხვა შეიარაღებას აწვდიდა“, - მიაჩნია რონ პოლის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს.