პუბლიკაციები
სომხეთში რუსი ჯარისკაცის მიერ სომხური ოჯახის მკვლელობისთვის დაპირისპირებები დაიწყო

Armen-zar-1-Mსაქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საპროტესტო აქციის მონაწილეები ქალაქის პროკურატურიდან რუსეთის გენერალურ საკონსულომდე მივიდნენ და პოლიციის კორდონს ქვებს უშენენ. ისინი შეძახილებით მოითხოვენ რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვის გადაცემას სომხური მხარისთვის. პოლიციელები, რომლებიც ფარებით იცავენ თავს, დემონსტრანტებს უკან ახევინებენ. დემონსტრანტთა შორის რამდენიმე დაზარალებულია.

საპროტესტო აქცია ქალაქში 15 იანვრის დილიდან მიმდინარეობს. ქუჩებში გამოვიდა რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც რუსი ჯარისკაცის გადაცემას ითხოვენ. ვალერი პერმიაკოვს 6-სულიანი სომხური ოჯახის ამოწყვეტაში ადანაშაულებენ. აქციები გიუმრიში, რუსეთის გენერალური საკონსულოს, საოლქო ადმინისტრაციისა და პროკურატურის წინ იმართება. პიკეტი მოეწყო პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ წინასწარი გამოძიება და სასამართლო პროცესი აქ გაიმართოს, ასევე, რომ მან სასჯელი მოიხადოს სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პროკურორი ამბობს, რომ ეს პრინციპული საკითხი არ არის, თუმცა ყველას აინტერესებს, სად მოიხდის დამნაშავე სასჯელს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა აღიარა 6 ადამიანის მკვლელობა სომხეთის ქალაქ გიუმრიში. „პერმიაკოვმა განაცხადა, რომ ბაზა ქალაქში გასეირნების მიზნით დატოვა და შემთხვევით აღმოჩნდა ავეტისიანების სახლთან“, - განუცხდა ჟურნალისტებს პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილე უნან პოღოსიანმა.

მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. ექვსი ადამიანი 12 იანვრის დილას ჩაცხრილული აღმოაჩინეს სომხეთის ქალაქ გიუმრიში. ავტომატიდან გასროლით დაიღუპნენ ერთი ოჯახის წევრები - სერიოჟა ავეტისიანი, ასმიკ ავეტისიანი, აიდა ავეტისიანი, არმენ ავეტისიანი, არაქსი პოღოსიანი და ორ წლის ასმიკ ავეტისიანი. ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი სერიოჟას წლი-ნახევრის შვილიშვილია, რომელიც მძიმედ არის დაჭრილი.

რუსეთის მეხუთე საგარნიზონო სასამართლომ სამხედრო მოსამსახურე 15 იანვარს დააკავა.

1 2
3 4
5 6