პოლიტიკა
აშშ-ის მთავრობა საქართველოს სანაპირო დაცვას 2 მილიონი დოლარით დაეხმარა

sanapiro-dacvaროგორც საქინფორმს საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, ამერიკის მთავრობამ, საქართველოს სანაპირო დაცვის საპატრულო მცურავი საშუალებების მოდერნიზებისა და შეკეთების მიზნით, 2 მილიონი დოლარი გამოყო. მათივე ცნობით, ხვალ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე კენტ ლოგსდონი; საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, გენერალ-მაიორი ზაზა გოგავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაათვალიერებენ საქართველოს სანაპირო დაცვის სამი მცურავი საშუალებიდან პირველს, რომელსაც აშშ-ის დახმარების პაკეტის ფარგლებში ბათუმში მოდერნიზება უტარდება. მათივე ცნობით, ამ სამი მცურავი საშუალების შეკეთება ხელს შეუწყობს აჭარაში გემთმშენებლობისა და სარემონტო საწარმოების ზრდას. ორი ძირითადი მცურავი საშუალება გარემონტდება, ხოლო მესამე იქნება სრულად მოდერნიზებული. პროექტი დაეხმარება შავი ზღვის სანაპიროს ეკონომიკის განვითარებას, ხელს შეუწყობს გემთმშენებლობისა და შეკეთების სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.